პრემიერა მესხიშვილის თეატრში და მაყურებელი სცენაზე
"მეთევზე ერთი, ორი"... ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მესხიშვილის თეატრში შედგა. რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თაობების დაპირისპირება სხვადასხვა თაობის მსახობებს განასახირებინა, თან ისე, რომ გრძნობ ორივე მართალია და ორივეს გულშემატკივრობ.
მოქმედება და სურვილები იმდენად იდენტურია, რომ გგონია, ერთი ადამიანი საუბრობს. სხვაგვარად არც შეიძლება, როდესაც საქმე მარადიულ პრობლემას სამშობლოს თავისუფლებასა და მისთვის ბრძოლას ეხება, მერე რა, რომ ადგილები სხვადასხვაა, მისიაა ერთი–სამშობლო.
მესხიშვილის თეატრის მსახიობების დავით როინიშვილისა და გიორგი ჩაჩანიძის თამაშმა მაყურებლების ოვაციები დაიმსახურა, მაყურებლის, რომელიც სპექტაკლს არა დარბაზიდან, არამედ უშუალოდ სცენიდან ადევნებდა თვალს. რეჟისორის უცნაურმა ჩანაფიქრმა გაამართლა- თითოეული იქ მყოფი თავს არა მაყურებლად, არამედ მონაწილედ გრძნობდა, სამშობლოსათვის ბრძოლის რიგით ჯაისკაცად, რომელიც შორეულ აღმოსავლეთსა თუ უკიდურეს სამხრეთში მწყობრი ნაბიჯით დადის და სამშობლოს მაჯისცემას ითვლის: ერთი, ორი...
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:32
16:29
18:25
15:07
















