|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გამოკითხულთა 84 % ემხრობა

NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი თემა პრეზიდენტის არჩევის  წესია.

გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %,  2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-ს კი არ აქვს კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა