"პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“
თელავში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას "გირჩი" არ უერთდება.
პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში ყოფნის დროს ოპოზოციის დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის სასახლეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა დაგამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















