პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, არჩევნების ბედს მეორე ტურები გადაწყვეტს - ოთარ კახიძე
პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა მოპოვებული და საბოლოოდ, ხელისუფლების ბედს მეორე ტური გადაწყვეტს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 40% მოიპოვა, რაც მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი არ იქნება.
"არჩევნები ჩატარდა უცნაურ გარემოში, პანდემიის ფონზე მოგვიწია მუშაობა, ამას თან ერთვოდა ხელისუფლების დიდი ფინანსური რესურსი, კრიმინალების განოყენება, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ამ ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ "ევროპული საქართველოს" მონაცემებით, დააგროვა დაახლოებით 40%, რაც ნიშნავს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა მოპოვებული და საბოლოოდ ხელისუფლების ბედს გადაწყვეტს მეორე ტური", -განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისის მონაცემებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვთ, ხოლო ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთს აცდენილია და მათგან სერიოზული დასკვნების გამოტანა ძნელია.
"ევროპული საქართრველოს" ყველა წარმომადგენელი რჩება უბნებზე, ვითვლით ხმებს, მნიშვნელოვანია დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი, შევქმნათ ევროპული კოალიცია და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამ კოალიციის ერთ-ერთი მოთამაშე იქნება "ევროპული საქართველო".-განაცხადა კახიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















