|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროექტებს, როდესაც ვაკრიტიკებდით, აღმოჩნდებოდა, რომ მართლები ვიყავით"

ქუთაისის საკრებულოს  ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა" ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ფრაქციის წევრებმა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებსა და თვითმმართველობის მხრიდან თანამშრომლობის პრობლემებზე ისაუბრეს. ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია განმარტავს, რომ მერია მათ ინიციატივეს არ იზიარებდა.

"გადავწყვიტეთ, საზოგადეობისთვის გაგვეცნო რა გავაკეთეთ, რა თემებზე განვახორციელეთ აქტივობები. სამწუხაროდ, ერთი წელია მერიას თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს და ეს პრობლემად რჩება. გვქონდა განწყობა თანამშრომლობის და ინიციტივების გაჟღერების, თუმცა შესრულების შესაძლებლობაც არ მოგვეცა. ამიტომ მერიასთან წერილობით აღარ ვთანამშროლობდით და ინიციატივებს საჯაროდ ვაჟღერებდით. ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ პროექტებს,  რომლებსაც თავიდან ვაკრიტიკებდით, აღმოჩნდებოდა, რომ მართლები ვიყავით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ამ დრომდე არ მოუწოდებიათ ინფორმაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთდა მოთხოვნა თუ არა, ამიტომ ვრჩებით ამ რეჟიმში და ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია საჯაროდ გავაჟღეროთ", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ანგარიშის წარდგენას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. "საიას" პროგრამების ხელმძღვანელი ნოდარ ჯიქია მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება ფრაქციების შეუთანხმებლობა და თანამშროლობის პრობლემა, ამავდროულად, იმედოვნებს, რომ ანგარიშს მმართველი პარტიის ფრაქციაც წარადგენს.

ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობის" ანგარიშის წარდგენა საერთაშორისი ორგანიზაცია "ენ დი აის" თანაშრომლობით მოხდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა