"ნაგავსაყრელის პროექტი დამტკიცებულია, მაგრამ საჭიროებს გადახედვას" - შავლეგო ტაბატაძე
ნაგავსაყრელის პროექტი დამტკიცებულია, მაგრამ რაღაცეები საჭიროებს გადახედვას, - ამის შეხებ იმერეთის გუნერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხცადა.
"ნაგავსაყრელის პროექტი დამტკიცებულია, მაგრამ რაღაცეები საჭიროებს გადახედვას, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც მყარი ნარჩენების სააგენტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან. აუცილებელია თანამედროვე ნაგავსაყრელები გაკეთდეს, დაახლოებით 30-მდე ნაგავსაყრელი გვაქვს და იცით ალბათ, რა მდგომარეობაა. ქვეყანაში 8 ახალი, თანამედროვე სტანდატრების ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება და მათ შორის, იმერეთში, " - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდეს ნაგავსაყრელის მოწყობისათვის ალტერნატიული ადგილის შერჩევა, გუნერნატორმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ამ საკითხზეც მიმდინარეობს.
შეგახსენეთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















