„წიგნი გისოსებს მიღმა“ -საზოგადოების თანადგომა პატიმრებისადმი
„ყველას შეუძლია მოიტანოს წიგნი, გაუკეთოს რაიმე წარწერა, რჩევა, მიმართვა და ისე აჩუქოს პატიმარს. ეს იქნება, ერთგავარად, მათი წიგნებით გამხნევება“, - განუცხადა "ნიუპრესს" ორგანიზაციის "საქართველოს მოხალისე" წარმომადგენელმა, შალვა ჯინჭარაძემ.
პროექტი „წიგნი გისოსებს მიღმა“ ქუთაისში 29 სექტემბრიდან დაიწყო. დღეს კი წიგნების შეგროვება ქუთაისის მერიის პირველ სართულზე, დღის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს გაამხნევოს პატიმრები და მათ თავი საზოგადოების წევრებად აგრძნობინოს.
საზოგადოების მიერ გაღებული საჩუქარი 31 ოქტომბერს სასჯელაღსრულების N2 იზოლატორის პატიმრებს გადაეცემა.
პროექტს ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ორგანიზაციის „საქართველოს მოხალისეს“ მოხალისეები ახორციელებენ. მათი მხარდამჭერები არიან: ,,მკითხველი'', ,,ქუთაისის უნივერსიტეტი'', "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი'', ,,N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყიფილება''.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
18:25
15:07
12:11
















