|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროგრამა, რომელიც განვადებით მშენებლობას გულისხმობს, მაისში დაიწყება

პროგრამა, რომელიც განვადებით მშენებლობას გულისხმობს, მაისში დაიწყება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის  განცხადებით, პროექტისთვის 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული

„პროგრამის დაწყება გათვალისწინებულია მაისში, ძირითადი პრინციპები უკვე გავლილია. დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებული სახით იქნება გაზიარებული ეს ინფორმაცია. რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რეალურად ეს იქნება კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, შესაბამისი გამოცდილებები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ძალიან მასშტაბურია პროექტი, 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, ეტაპობრივად, თუმცა, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება წელსვე დაიწყება, იმადგვარად, რომ საბოლოო შედეგად ქვეყანას ექნება უფრო განვითარებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ყველა მისი მიმართულებით. ძალიან ვრცელია ეს მიმართულება და ამავდროულად ეს იქნება შესაძლებლობა კვალიფიცირებული კომპანიებისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და შესაბამისად, ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაისშია დაგეგმილი, რომ დაიწყება შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა