|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერმა გვითხრა, არ მინდა ისტორიაში "დამანგრეველის" სახელით შევიდეო"

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე გორელიეფის წინ უსახური ნაგებობის არსებობას ადგილობრივები აპროტესტებენ. როგორც მათ "ნიუპრესს" განუცხადეს, ამის შესახებ ქალაქის მერსაც უთხრეს, თუმცა გიორგი ჭიღვარიამ კონსტრუქციის აღების თხოვნაზე უპასუხა, რომ არ უნდა ისტორიაში "დამანგრეველის " სტატუსით შევიდეს. 

"ამ გორელიეფის სანახავად მოდიან ტურისტები და ფოტოებს უღებენ. წინ კი ეს უსახური ნაგებობა ჩამოაფარეს. როდესაც აქ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები იყვნენ, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების სანახავად, ვუთხარით, რომ ეს ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ფარავს,  მან კი გვიპასუხა, ნაგებობას ვერ დაანგრევს, რანდან არ მინდა ქალაქის ისტორიაში დამანგრეველის სტატუსით შევიდეო," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

 კერამიკული პანო "კოლხეთი" ბერნანდ ნებიერიძემ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეასრულა. წელს კი გორელიეფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი წელს მიანიჭეს. 

2017 წელს მერიის მიერ  გაცემული ნებართვის საფუძველზე ადგილზე მსუბუქი კონსტრუქციები უნდა მოწყობილიყო, თუმცა საზოგადოების წინააღმდეგობის გამო ნაგებობა არ აშენდა, თუმცა შემდეგ საახალწლო ბაზრობისათვის აგებული ხის კონსტრუქცია აღარ დაშლეს. ადგილზე რამდენიმე მოვაჭრეა დასაქმებული, რომლებიც ხატებითა და სხვა საეკლესიო აქსესუარებით ვაჭრობენ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა