|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არსებულ ყველაზე დიდ გორელიეფს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისში არსებულ ყველაზე დიდ პანოს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს. "სასიხარულო ფაქტი:  ბერნანდ (ფრანც) ნებიერიძის მიერ 1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ "კოლხეთმა "(ქუთაისის ცენტრი, ფალიაშვილის ქუჩა, მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო!"-წერს ნანული ცხვედიანი.

 ინფორმაციას ადასტურებს ნებიერიძის ოჯახი.

გორელიეფი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1987 წელს განთავსდა. 

მის წინ 2017 წელს, მერიის გაცემული ნებართვით, მსუბუქი კონსტრუქციები უნდა მოწყობილიყო, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო მშენებლობა არ დაწყებულა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა