"ქალაქში ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო 1000 ლარით დაგჯარიმეს"
ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა მერიასთან ბრიფინგი გამართეს და შერჩევითი სამართალზე ისაუბრეს. მათი თქმით, ქალაქში ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.
"გაბედეს" წევრის გაგი ახალაძის თქმით, მერიიდან 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ შეტყობინება გუშინ მიუვიდათ. გაგი ახალაძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
"ორი კვირის წინ ე.წ. ბიძინას სათამაშოების ნაძვის ხეზე დაკიდება ვცადეთ, რისი უფლებაც არ მოგვეცა, ამიტომ ბუჩქებზე დავკიდეთ ეს სურათები. გუშინ მომივიდა 1000 ლარიანი ჯარიმა, თითქოს ბუჩქები დავამახინჯეთ. ეს არის შერჩევითი სასამართალო. მათმა მხარდამჭერებმა კულტურული ძეგლები დააზიანეს და ერთი შენიშვნა არ უთქვამთ და მე ჯარიმა მომივიდა",-განაცხადა გაგი ახალაძემ.
11 დეკემბრის პერფორმანსში მონაწილეობა თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარემაც მიიღო. გაგი ახალაძის თქმით, დაჯარიმების შეტყობინება გოგი წულაიასაც მიუვიდა.
მერიის ზედამხედველობის ინფორმაციით, 151-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოიწერა ჯარიმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში რამე ნივთის თვითნებურად დაკიდება გულისხმობს, რაც დასჯადია.
საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ცენტრალური ნაძვის ხის მორთვის დაწყების პარალელურად გაბედეს წევრებმა მმართველი ძალის პოლიტიკოსების გამოსახულებით ე.წ. ბიძინას სათამაშოების ხეზე დაკიდება სცადეს. მათი განცხადებით, ისინი დამოუკიდებელ ფიგურებს არ წარმოადგენენ და რეალურად ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის შემსრულებლები არიან. სამოქალაქო აქტივისტებს ფოტოების ხეზე დაკიდების შესაძლებლობა მერიის სამსახურების და პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















