|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანია იწყება

"ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!", „ ქალთა მოძრაობა Georgian Women's Movement “  ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.

კამპანია ეთმობა გოგონების უფლებებს და ადრეული ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრას. მისი მთავარი მიზანია, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და  ასევე ხელისუფლების გააქტიურება.

„ქალთა მოძრაობა“ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთ პრობლემაზე საუბრობს. მათ შორის, გოგონების ადრეულ ასაკში სწავლის შეწყვეტასა  და მოუმწიფებელ ასაკში ორსულობასა და  მშობიარობაზე, რაც მათ შორის სიკვდილიანობის ზრდას იწვევს. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში, ყოველდღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.

„ქალთა მოძრაობა“ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს. ორგანიზაციის თქმით, 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და სახელმწიფომ უნდა აამუშაოს რეფერალის მექანიზმი, ანუ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ხდება ადრეული ქორწინების პრევენცია.


„ადრეული ქორწინება სერიოზული პრობლემაა საქართველოში. სახელმწიფო საერთოდ არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით, ომბუდსმენის სწავლობს ამ პრობლემას რამდენიმე წელია. ეს კი არ არის მოუგვარებელი პრობლემა, თუ მოვინდომებთ, ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელია“– განაცხადა ქალთა მოძრაობის“ წევრმა ბაია პატარაიამ. 

„ქალთა მოძრაობა“ დღეს ამ თემაზე თბილისში პრესკონფერენციას აწყობს, რის შემდეგაც 25 ნოემბერს კამპანია პარალელურად 10 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, მათ შორის ქუთაისშიც.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა