|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქარმა ქუთაისის ცენტრალურ უბანში სახლის აივანი დააზიანა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ქალაქის მერიის მიმდებარედ,  წმინდა ნინოს ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის აივანი დააზიანა. 

ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური  გამოიძახეს.  მიმდინარეობს ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქუთაისიდან  20-მდე შეტყობინებაა შესული.  გამოძახებების დიდი ნაწილი დილის საათებში განხორციელდა.  მოქალაქეები ძირითადად  სახლის სახურავიდან მეტალის და სხვა სახის ფრაგმენტების ცვენის შესახებ  იტყობინებოდნენ. 

 ქარმა ქალაქის მასშტაბით ასევე რამდენიმე ხე მოთხარა.

აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა