|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ფოლკისა და ამერიკული ჯაზის მიქსი ქუთაისის სცენაზე

ქართული ფოლკისა და ამერიკული ჯაზის არაჩვეულებრივი მიქსი შესთავაზა ქუთაისელ მსმენელს ჯგუფმა "ირიაომ’’. დავით მალაზონიას ეთნო- ჯაზ  ჯგუფი შვიდი წევრისაგან შედგება. დასარტყამი ინსტრუმენტები -ლევან აბშილავა, ქართული ხალხური საკრავები - ნუგზარ ქავთარაძე, შალვა ღელეყვა - ბასი,  ვოკალისტები გიორგი აბაშიძე, მიშა ჯავახიშვილი და ბიძინა მურღულია.  სიმღერების და არანჟირებების ავტორია კომპოზიტორი დავით მალაზონია. 

საღამო ვოკალისტ გიორგი აბაშიძეს მიყავდა. მისი თქმით, ჯგუფი ორი წლის წინ შეიქმნა და საქართველოში კონცერტებით  განებივრებული არ არიან.  ძირითადად,  უცხოეთში მოგზაურობენ და მონაწილეობას ჯაზ ფესტივალებში იღებენ. "ირაიომ"  ქუთაისში კონცერტი პირველად გამართა.  აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მსმენელს  იმ ემოციისათვის, რომელსაც დარბაზიდან იღებდნენ. "მოგეხსენებათ,  დიდი მნიშვნელობა აქვს დარბაიდან მიღებულ ემოციას",-განაცხადა მან.

საღამოს ორგანიზატორი ქუთაისის მერია გახლდათ, ხოლო  დასწრება თავისუფალი იყო.

"სიმართლე გითხრათ,  უფრო მეტ ადამიანს ველოდით, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია. საინტერესო მიმართულებაა და სპეციფიურ მსმენელსაც არ საჭიროებს,  იმდენად, რადგან ჯაზია ერთი მხრივ და  ეს ბევრ ადამიანს მოსწონს, ამასთან ეთნოა ანუ, ჩვენი  კულტურაც ჩანს. ძალიან საინტერესო ჯგუფია, ძირითადად,  უცხოეთში დადიან გასტროლებზე. როდესაც  ჩვენ მოგვმართეს კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, ხალისით მივიღეთ ეს შემოთავაზება",-განუცხადა შოთა მურღულიამ "ნიუპრესს". 

კონცერტი ქუთაისში ბალანძივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. "ირიაო" კონცერტების მთელი საქართველოს მაშტაბით გეგმავს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე