„ქართული ოცნების“ წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
„ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ. ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს“ - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა

16:17
12:09
11:59
17:20
















