|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე დაასახელა

ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე დასახელდა - კანდიდატურა ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" ოფისში ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

"ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების მანძილზე იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა "ნაცმოძრაობის" არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა პოტენციალი და გამოწვევები აქვს მუნიციპალიტეტს და დარწმუნებული ვართ, რომ ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს მასთან ერთად სწრაფად გადავჭრით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გიორგი გოგლიჩიძე წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა ასევე ყოფილ მერს კახა მახათაძეს. მას კორუფციაში ადანაშაულებდა.

მაისში რიგგარეშე მერობის არჩევნები იმერეთის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდება.  ჭიათურაში მმართველმა პარტიამ გივი მოდებაძე დასახელდა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა