|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მესამე სკოლასთან ქალთა მემორიალური დაფა განთავსდება

ქუთაისში, მესამე სკოლასთან ქალთა მემორიალური დაფა გაიხსნება.  განთავსდება სტენდი, სადაც იმ 15 ქალის სახელი დაიწერება, რომლებიც აქ სწავლობდნენ და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ,  პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

"მესამე სკოლასთან ჩვენ ვხსნით მემორიალურ დაფას, მოგეხსენებათ, მესამე სკოლა წარმოადგენდა ქალთა გიმნაზიას, რომელმაც საქართველოს მისცა ბევრი მნიშვნელოვანი ქალბატონი. ეს ქალები იმსახურებენ, რომ მათი სახელები ყველამ იცოდეს...  ვსაუბრობ ისეთ გამორჩეულ ქალებზე, როგორებიც იყვნენ კატო მიქელაძე, მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინა შარაშიძე. ჩვენ გვყავდნენ პირველი პარლამენტარი ქალები, ამ მხრივ, მე მგონი, მსოფლოს მასშტაბითაც მნიშვნელოვანი განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ეს უნდა იყოს თვალსაჩინოდ აღნიშნული ამ ქალაქში", - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

შეგახსენებთ,  წმინდა ნინოს გიმნაზიაში სწავლობდნენ ქალები, რომლებმაც ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუდეს საფუძველი. ქვეყანაში სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ფემინისტური მოძრაობა, ეს დაკავშირებულია კატო მიქელაძის სახელთან.  ორი  ქალბატონი მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინა შარაშიძე პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კრების წევრები იყვნენ. 

წმინდა ნინოს გიმნაზიაში სწავლობდნენ ასევე  მარიამ ყაუხჩიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, ოლია ოკუჯავა, მერი დავითაშვილი, თამარ წერეთელი, ნინო (გოგუცა) კუპრაშვილი, თამარ გოკიელი, ფატი გოკიელი,  თამარ ბოლქვაძე და სხვა გამორჩეული ქალბატონები.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა