ქმნის თუ არა პრობლემას მარჯვენასაჭიანი ავტომობილი?
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა დადებითად შეაფასა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა, რისთვისას შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა.
ცვლილებები „საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკისა და უსაფრთხო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ შედის.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პრემიერს განუმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადები წესდება და მათი მოძრაობა იკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები უკვე დარეგისტრირებული აქვს, მათ ცვლილებები არ შეეხებათ. კონკრეტული თარიღის შემდეგ კი, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძლვის საკითხი მოსახლეობის ნაწილს დამატებით ხარჯებს უქმნის.
საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარის შალვა ობგაიძის განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, არამედ ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის. „არაორგანიზებული მოძრაობა, პრობლემაა პარკირების წესების არცოდნა, პრობლემას ქმნის არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნები. ძალიან დიდი პრობლემაა მართვის მოწმობის აღების ძალიან გამარტივება, ადამიანები გამოცდას „წარმატებით“ აბარებენ, თუმცა რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს".
ამ საკითზე ნიუპრესმა გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნაწილი საფრთხეებს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, ნაწილი კი მძღოლების გამოუცდელობას უკავშირებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















