"ანგარიშსწორებას აუცილებლად ანგარიშსწორებით ვუპასუხებ"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის საქმის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.
როგორც სულხან ქობულაძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ საქმე "თაროზე შემოდო". მისი თქმით, "ახალგაზრდა იურისტებთან" ერთად მოიკითხა გამოძიების მიმდინარეობის პროცესი. აღმოჩნდა, რომ საკითხის შესწავლა აღარ ხდება.
"ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც წერილობით არ მიმიმართავს, ეს არის პრემიერი. მე გავაგზავნი წერილს და დაველოდები პასუხს. მე არ ვაპირებ სამართლის ძებნას წლების მანძილზე. ანგარიშსწორებას აუცილებლად ანგარიშსწორებით ვუპასუხებ,"-განაცხადა ქობულაძემ.
მას სოლიდარობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი უცხადებს. გოგი წულაია გამოძიების სამართლიანად წარმართავს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სულხან ქობულაძე საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს გატაცებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















