"პირობას ვდებ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე შეეცვლება"
"ავრცელებენ ხმებს, რომ მე გამირიგდენენ, რაც არა სიმართლე. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას ჯერჯერობით, რომ პრესკონფერენცია გავმართო და ამ საკითხზე საჯაროდ ვისაუბრო. სანამ ცოცხალი ვარ, ამ საკითხზე ვერავინ გამირიგდება. პირობას ვდებ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე შეეცვლება და ორი დეპუტატი დატოვებს საკრებულოს",- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა და კიდევ ერთმა პირმა სცემა.
დანაშაულის შესახებ ქობულაძემ განაცხადა პოლიციაში, რასაც ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.
დაპირისპირების მიზეზი სულხან ქობულაძის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, რომელშიც ის საკრებულოს თავმჯდომარეს "ყვარყვარიზმში" ადანაშაულებდა. როგორც ქობულაძე აცხადებს, სტატუსის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში დაუკავშირდა დავით დვალი და შეხვედრა თხოვა. შეხვედრის შემდეგ ის მანქანაში ჩაისვეს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელიც იმყოფებოდა. საქმის გარჩევის შემდეგ ქობულაძე სცემეს და ნაცემი ქუჩაში დატოვეს, საიდანაც ტაქსის მძღოლმა სახლში მიიყვანა, რის შემდეგაც დაზარალებული პოლიციაში გამოცხადდა.
"ნიუპრესთან" საუბარში დავით დვალმა ქობულაძის სტატუსი "დემოკრატიის გამოვლინებად" შეაფასა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















