|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩები, რომლესაც ქუთაისში 2020-2021 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი გააკეთებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14 520 მეტრია; რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400-მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500- მეტრიანი მონაკვეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება.

 2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავა, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია.

2020 წელს გაგრძელდება ასევე აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.

ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა