ქურდების შემთხვევებში ძირითადად არასრულწლოვნები ფიგურირებენ - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქურდობის შემთხვევებში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობენ.
,,ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ, როგორ 14-18 წლის, ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რიგ დანაშაულებში რიცხვობრივ ზრდას აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს.
,,დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს, რომ ტელეფონი კი არ მოპარეს, არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს, რომ ეს იყო ქურდობა - ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას - ეს არის ის კატეგორია, სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“ - განაცხადა მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა,
რომ ამ მიზნით 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















