|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ მხატვრებს იტალიაში გამგზავრების თანხა არ დრომდე არ მიუღიათ

ქუთაისის მერი პორტრეტის შემქმნელი მხატვარი ლევან გოგიტაძე განმარტავს, რომ მგზავრობის თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.

მისი თქმით, თავდაპირველად მხატვრებს ქონდათ ინფორმაცია, რომ თანხას 500 ევროს ოდენობით იტალიაში მიიღებდნენ, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ. მისი თქმით, მერიიდან რამდენიმე დღის წინ აცნობეს, რომ თანხას თვის ბოლოს მიიღებენ.

"წასვლის დროს გვითხრეს, რომ თანხას ავიღებდით იტალიაში, რაც არ მოხდა, რამაც გაუგებრობა და უხერხულობა შეგვიქმნა, რადგან მასალების შესაძენი თანხა არ გვქონდა, მოვისესხეთ ერთმანეთისგან და ასე შეიქმნა ნახატები. სხვა პრობლემა არ ყოფილა, მერიაში რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ თანხები იტალიური მხარის მიერ დაირიცხება და თვის ბოლოს ავიღებთ"-განაცხადა ლევან გოგიტაძემ.

რაც შეეხება პორტრეტს, მისი თქმით, თავდაპირველად კოზენცას მერის პორტრეტი შეიქმნა და შემდგომ, როდესაც გაიგეს, რომ გიორგი ჭიღვარიაც ჩავიდოდა, შექმნა მისი პორტრეტი და ამით გამოხატა პატივისცემა მერის მიმართ, რომელმაც მათ ვიზიტს ორგანიზება გაუწია.

 შეგახსენებთ, იტალიაში მხატვრების ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ქუთაისის მერიიდან საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშნიამ გამოითხოვა. ინფორმაციის დამალვის გამო ის მერიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა