|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები ქალაქგანვითარების იდეებს ელექტრონულად დააფიქსირებენ

"ძვირფასო თანაქალაქელებო, თუ გსურთ, ჩაერთოთ ქალაქის განვითარების პროცესში, შეავსეთ ეს მარტივი ფორმა. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!" –ამგვარად მიმართავს ქუთაისის მერია მოქალაქეებს, რომელთაც  ქალაქის განვითარების გეგმის შედგენაში ჩართვას სთავაზობს. ამჯერად მოქალაქეებს საკუთარი იდეებს გამოხატვის შესაძლებლობა ინტერნეტით ეძლევათ. 

იმისათვის, რომ დააფიქსიროთ საკუთარი ინიციატივა შეგიძლიათ  არსებული აპლიკაცია შეავსოთ და იზრუნოთ ქალაქის განვითარებაზე.

თვითმმართველობა ქალაქგანვითარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, წელს მხოლოდ გეგმის პირველი ნაწილის პრეზენტაცია მოხდება, მომავალი წლისთვის კი განვითარების გეგმის შემუშავება საბოლოოდ დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა