"ქუთაისელი ამომრჩეველის სურვილია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა"-კობა ნარჩემაშვილი
„მე არ შემიძლია დავეთანხმო იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი პოზიცია მნიშვნელოვნად აცდეს ჩემი ამომრჩევლების პოზიციას და ხალხის სურვილს"-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი განმარტებით, მან ქუთაისის სამივე მაჟორიტარის პოზიცია გააჟღერა, რომლითაც თვლიან, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისიც უნდა დარჩენილიყო.
"მითუმეტეს, ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობისას მე დავრწმუნდი, რომ ქუთაისელი ამომრჩეველის სურვილია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა. ამ შემთხვევაში, მე გამოვხატავ სამივე დეპუტატის პოზიციას. შეუძლებლად მიმაჩნია, მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან კარგ პროექტს ამ ერთი მიზეზის გამო, რადგან კვლავ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად უნდა განსაზღვრულიყო როგორც თბილისი, ასევე, ქუთაისი და ამით არ დაზარალდებოდა საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობა. ის კი, რასაც ითხოვს ქუთაისელი ამომრჩეველი, ყოფილიყო დაკმაყოფილებული“,–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
კანონპროექტს მხარი სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა, ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და განაცხადა, რომ მას ესმის ქუთაისელი მაჟოროტარების.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















