ქუთაისელი არტისტის ლელა ლომთაძის მუსიკალურმა კლიპმა ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა
ქუთაისელი არტისტის ლელა ლომთაძის მუსიკალურმა კლიპმა ინდოეთის ფესტივალზე - MWFIFF 2020 გაიმარჯვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსი თავად ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კლიპის დიდ ეკრანზე ნახვა დაინტერესებული მაყურებლისათვის გაზაფხულზე გახდება შესაძლებელი.
"გავიმარჯვეთ!!! კლიპი "Wolf Man" წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო კლიპად დასახელდა.
მადლობა ჩემ გუნდს და ყველას, ვინც მიიღო ამ კლიპის გადაგებაში მონაწილეობა... მადლობა რადიო #42პარალელი FM 97.5 ხელმძღვანელს ათული ლომინაძეს და მის კოლექტივს, რომლის საშუალებით პირდაპირ ტრანსლაცია გვქონდა ფესტივალთან.. იმედია, გაზაფხულზე ხელი არ შეგვეშლება და კლიპს იხილავთ დიდ ეკრანზე", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ფესტივალზე ქართულმა ჯგუფმა მონაწილეობა პირველად მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა