|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ფატმან გრიგოლავამ ნომინაციაში "ყველაზე ლამაზი აივანი" გაიმარჯვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ერთ–ერთ ნომინაციაში ქუთაისელმა ფატმან გრიგოლავამ გაიმარჯვა. მისი სახლის აივანი ყველაზე ლამაზ აივნად დასახელდა. 

კონკურსის - „სუფთა რეგიონი“ მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი.

კონკურსის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და იური ნოზაძემ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომმა და სამინისტროს სისტემაში შემავალმა სხვა უწყებების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

2018 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი; ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ - ზუგდიდი; ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ნომინაცია „სუფთა სოფელი“ - სოფ. ჭორვილა (საჩხერე); ნომინაცია „ლამაზი აივანი“ - ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი); ნომინაცია - „ლამაზი ეზო“ - 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო”- აკაკი გედენიძე (ხონის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” - ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო”- ღვინის კომპანია GWS (თელავი).

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა