ქუთაისელი გაფიცული პედაგოგები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ
ქუთაისელი გაფიცული პედაგოგები, რომლებმაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ფინანსთა მინისტრს შეხვდენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მინისტრი მათ ქუთაისში ისევ ჩამოსვლასა და საკითხის განხილვას დაპირდათ: "მინისტრი დაგვპირდა, რომ მომავალ კვირაში ისევ ესტუმრება ქუთაისს და ხელფასების მომატების საკითხს ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად განიხილავს. ჩვენ ვითხოვთ ხელფასების ზრდას ინფლაციის შესაბამისად. ისინი არიან ფინანსისტები და მათ უნდა იანგარიშონ, რა ოდენობით უნდა მოხდეს მატება",- განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში # 1-ლი საბავშვო ბაღის დირექტორმა ზაალ ხონელიძემ.
შეგახსენებთ, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გამართვა პედაგოგებმა გუშინ დაიწყეს, დღეს კი სასწავლო პროცესი 4 საბავშვო ბაღში ჩაიშალა.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
16:27
13:32
16:29
















