|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მსახიობი ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

 ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა.

მსახიობი 1941 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ის მესხიშვილის თეატრში 1970  წლიდან მოღვაწეობდა.

ვაჟა ოყრეშიძეს არაერთი როლი აქვს შესრულებული, ასევე გადაღებულია მხატვრულ ფილმებში; "აქედანა და შენამდე", "ვერსათრიელა", "ბაკულას ღორები". 

ვაჟა ოყრეშიძე ქუთაისში ცნობილი მსახიობთა სახლის ბინადარი იყო.

 

 

 

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი