|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მხატვრები ევროპის დღეების ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

ქუთაისელი გეგა და მარიამ სოფრომაძეები მორიგი კონკურსის გამარჯვებულები არიან. ევროპის კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამართულ კონკურსში რამდენიმე მხატვარმა გაიმარჯვა, მათ შორის ქუთაისელმა და–ძმამ გაიმარჯვა. 

მათ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივი ნახატი გააგზავნეს. გეგას ნახატი ესპანეთის დროშის და გერბის თემატიკაზე იყო შექმნილი, მარიამმა კი ხორვატიის გერბის თემატიკაზე დედაშვილობის ამსახველი ნახატი შექმნა. გამარჯვებულებს სიგელები, თავიანთი ნახატების თემაზე შექმნილი სათამაშოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

რვა წლის გეგა არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მას ყველა ვან გეგას სახელით იცნობს, მისი დაც ნახატებს ვან მარიას სახელით ქმნის. მარიამმაც გეგას მსგავსად "ტოიოტას" გლობალურ კონკურსში გაიმარჯვა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა