ქუთაისელი შშმ გოგონა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა
ქუთაისელი შშმ გოგონა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. 9 წლის მარიამ კვესელავამ უკრაინაში გამართულ კონკურსში "ტალანტი" სიმღერა „კრიმანჭული″ შეასრულა და პირველობა მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან უკრაინაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ გალაკონცერტში მონაწილეობის საგზური მოიპოვა.
“ჩემი გოგონა არაერთი პრიზის მფლობელია. მან მის ასაკობრივ კატეგორიაში პირველობა მოიპოვა ქუთაისის, რუსთავის და ახლა უკრაინის საერთაშორისო კონკურსებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ფესტივალზე გამგზავრებისათვის საჭირო ფინანსური დახმარება გაგვიწია", -აცხადებს მარიამის დედა.
როგორც ლელა ჯანაშია განმარტავს, ბავშვის გამგზავრების ხარჯი ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დააფინანსა. ხოლო მშობლის მგზავრობის ხარჯები ქუთაისის მერიამ გაიღო.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















