ქუთაისელმა ,,მუშკეტერებმა" 7 მედალი მოიპოვეს
თბილისში საქართველოს პირველობა ფარიკაობაში იუნიორთა შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოფარიკავეთა გუნდმა. ქუთაისელმა ,,მუშკეტერებმა" საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პირველ ადგილზე გავიდნენ: მარია ზაკირჩენკო და მარიამ ფხაკაძე. მეორე ადგილზე გავიდა გივი მერკვილაძე. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ნინი გაბუნია, ნათია გოგოლაშვილი, კახა მიქაძე და გიორგი ჭუმბურიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა