ქუთაისში აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ
ქუთაისში საპროტესტო აქცია მსვლელობით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში არიან შეკრებილი. "საქართველო", "არ რუსულ კანონს"- აცხადებენ ოფისთან მისულები და საყვირებით და შეძახილებით, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ გამჭვირვალობის კანონპროექტი გაიწვიონ და არ გაჩერდებიან, ვიდრე არ იქნება შედეგი. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


18:04
21:35
16:01
















