|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი 2019 წელს სოციალური პროგრამებისათვის 5 500 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისი 2019 წელს სოციალური პროგრამებისათვის 5 მილიონ ნახევარ ლარს დახარჯავს. სოციალური პროგრამების დაფინანსება წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

"5 მლნ 500 ათას ლარამდე გაიზარდა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება, აღნიშნული ზრდა გამოიწვია ძირითადად, მრავალშვილიანი დედების დაფინანსების პროგრამამ და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების თერაპიის დაფინანსებამ, რომელიც 100 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზარდა" -განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ. .

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამის თანადაფინანსებას სამშენებლო კოიმპანია მ2 მომავალ წელსაც გააგრძელებს, რისთვისაც კომპანია 100 ათას ლარს გაიღებს.

 "მეორე პროგრამა, რომლის მოცულობაც მნიშვნელოვნად იზრდება 2019 წლის ბიუჯეტში, ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მოცულობა 820 ათასი ლარიდან  მილიონ ლარამდე გაიზრდება. ასევე იზრდება დაფინანსება სამედიცინო დახმარების პროგრამის კუთხით, მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ამდენად თანხებიც მეტი ჭირდება მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 100 ათასი ლარით გაიზრდება ეს პროგრამა, დანარჩენ პროგრამებში თითქმის ყველგან გვაქვს თანხების ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად გაჩნდება უსინათლოებისათვის პროგრამა, რომელიც მათთვის გამცილებლის დაფინანსებას გულისხმობს", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

 

"2018 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება გავზარდეთ"- ნინო თვალთვაძე

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა