"ქუთაისი არენაზე" სტეფანეს კონცერტს იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი ესწრება
"ქუთაისი არენაზე" სტეფანეს და ადგილობრივი დიჯეების კონცერტი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, მსგავსი გასართობი სივრცე იმერეთის მასშტაბით ბევრგან უნდა მოეწყოს.
"ახალი გასართობი სივრცე შეიქმნა ქუთაისში. ასეთი სივრცეები იმერეთის მასშტაბით ბევრგან უნდა მოეწყოს და ახალგაზრდებს გართობის შესაძლებლობა ქონდეთ. მოვედი ქუთაისი არენაზე, რომ გავეცნო სიტუაციას და მომავლისთვის უკეთესად დავიგეგოთ", -განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
"ქუთაისი არენაზე" უკვე მეორე კონცერტი იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, სივრცე უფრო აქტუალური გახდება.
შეგახსენებთ, "ქუთაისი არენა" ავანგარდში ყოფილი ქარხნის ტეროტორიაზე მოეწყო, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს კულტურის პალატას, რომელსაც დავით ოქიტაშვილი ხელმძღვანელობს, უსასყიდლოდ გადასცა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გააპროტესტა, რასაც მასსა და ოქიტაშვილს შორის ხმაურიანი დაპირისპირება მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















