ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციის ამის შესახებ "გურია ტვ" ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ცეცხლი დღეს ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მგზავრების ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა.
ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა