ქუთაისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა
"ქუთაისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა"–ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მოქალაქე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისში "რკინიგზის სადგურიდან" დაახლოებით 150 მეტრში მოხდა.
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ მატარებელი რელსებიდან არ გადასულა და არავინ დაშავებულა.
"მოხდა მატარებლის ერთი გოგორწყვილის რელსიდან აცდენა. იყო მცირედი შეფერხება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია", –აცხადებენ რკინიგზაში.
რკინიგზის წარმომადგენლები ადგილზე განმარტავენ, რომ მორიგემ შეცდომით არ გაამზადა მიმართულება, რამაც გოგორწყვილის რელსიდან აცდენა გამოიწვია. მატარებელი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.
მგზავრებისთვის ამ დრომდე არავის განუმარტავს, დაუბრუნდებათ თუ არა ბილეთის თანხა და როგორ შეძლებენ ბათუმამდე გადაადგილებას.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















