ქუთაისი-დორტმუნდის რეისის გადადება მგზავრების უკმაყოფილების მიზეზი გახდა
ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-დორტმუნდის რეისის გადადება მგზავრების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ერთ-ერთი მგზავრი შოთა ბერიძე განმარტავს, რომ ფრენა 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მათთვის უცნობი მიზეზის გამო რეისი გადაიდო.
ბენიძის თქმით, მგზავრები რამდენიმე საათი აეროპროტში იმყოფებიან.
"18:00 საათზე დაგეგმილი რეისი არ შესრულდა, ბევრი მგზავრია, ზოგიც ბავშვებით ვართ, ზოგი ბავშვი ავადაა. ამდენი ხანია აეროპორტში ვართ, ძალიან ქაოსი იყო, მგზავრები უკმაყოფილოები არიან. არ ვიცით მიზეზი, ახლა გვითხრეს, რომ ჩვენი რეისი შესრულდება, მაგრამ დორტმუნდის ნაცვლად პატეგონში ჩავფრინდებით"- განაცხადა შოთა ბერიძემ.
აეროპორტიდან ფრენა კომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიყო.
ქუთაისის აეროპორტში ადასტურებენ რეისის გადადებას. მათი თქმით, მიზეზი ბორტის ტექნიკური დათვალიერება იყო. მათივე ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მგზავრების რეგისტრაცია და ფრენა 23. 00 საათზე განხორციელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















