|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ“-ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის მერიაში ფოტოალბომის “ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ“ პრეზენტაცია გაიმართა. 
ფოტოალბომი შეიცავს ინფორმაციას ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, თეატრების, სამზარეულო კულტურის, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა თუ სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ფოტოალბომში შესული ფოტოების უმეტესობა დავით მირზაშვილს ეკუთვნის. წიგნში ასევე არჩილ გეგენავას, ირაკლი ვაშაკიძის, ფარნავაზ ფხაკაძის, კონსტანტინე ჭარხალაშვილის და სოფო ბობოხიძის ფოტოებია.  წიგნი ორენოვანია - ქართული და ინგლისური. მსგავსი შინაარსის ინფორმაციული წიგნი ქუთაისის შესახებ კომუნისტური პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 30 წელია არ გამოცემულა.
წიგნის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე-გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნის გამოცემას მიესალმა ქალაქის მერი. "ეს არის წიგნი ქუთაისის შესახებ, ჩვენ გვინდა რომ ამ გამოცემის ტირაჟი გავზარდოთ. ეს წიგნი იქნება ოჯახებისათვის, ასევე ტურისტებისათვის",-განაცხადა მუღღულიამ.
წიგნის გამოცემის ფაქტს მიესალმა ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, ქუთაისს არგონავტების მითზე უფრო ცნობადი რამ არ უკავშირდება: "არ ვიცი, ამ წიგნზე რა დოზითაა წარმოდგენილი არგონავტების მითი, ამაზე უფრო ცნობადი ქუთაისს სხვა არაფერი აქვს. რაც მეტი საინფორმაციო წიგნი, ბუკლეტი გამოიცემა ქუთაისის შესახებ ეს მეტ მიმზიდველობას შესძენს ქალაქს ტურისტული თვალსაზრისით", -განაცხადა ნიშნიანიძემ. 
წიგნი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ გამოიცა.
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა