|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე პარლამენტია",

ქუთაისი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე პარლამენტია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქუთაისი უნდა იყოს ეკონომიურად განვითარებული და პარლამენტი უნდა იყოს თბილისში.

"პარლამენტი ადგილსამყოფელს რომ იცვლის, ეს არის სწორი. არასდროს დამიჭერია მხარი დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანისთვის, არც მაშინ, როცა დეპუტატი არ ვიყავი და არც ახლა, როცა პარლამენტის წევრი გავხდი. ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე პარლამენტია. ეს ქალაქი ეკონომიკურად კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და პარლამენტი სად იქნება, ამას ქუთაისისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, ეს არის ჩემი პერსონალური პოზიცია", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან საპარლამენტო სხდომები ქუთაისში აღარ გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა