|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ქალაქ ტარტუს დაუმეგობრდება

ქუთაისის თვითმმართველობის საქმიანობას ესტონეთის დელეგაცია გაეცნო. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ასევე ესტონეთის ელჩი  პატრიკ ტურკი და ქალაქ ტარტუს მერი ურმას კლაასი არიან, ქუთაისს დღეს ეწვია. დელეგაციის წევრებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მოხდა ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის დასახვა, ასევე ქუთაისის სტრატეგიული გეგმის განხილვა.

ესტონეთში საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, ხდება სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დანერგვა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან დღეს ქუთაისში, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება, როგორც ელექტორნული მმართველობის, ასევე საუნივერსიტეტო სფეროში. ელექტორონული მმართველობის მხრივ, ესტონეთი მოწინავე პოზიციაზეა.

ტარტუს მერის განცხადებით, ქუთაისის აქვს პოტენციალი დაგეგმოს თანამედროვე მმართველობის  სერვისები. ამ საკითხებში ქუთაისს ესტონეთი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. მისივე განცხადებით, ტარტუს არ ჰყავს ბევრი დამეგობრებული ქალაქი, ამიტომ მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისის და ტარტუს დამეგობრებისათვის.

ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა  ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის  გამოცდილებას, მათ შორის ესტონეთის რეფორმებს და ცდილობენ ქუთაისში დაინერგოს  მართვის თანამედროვე მეთოდები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი