"ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!"- აქციების სერია გრძელდება
"არ დავუშავთ კონსტიტუციური ნორმის ამოღება ან შეცვლა, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!"-ამ მოწოდებით 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართება.
"ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა და მისი სრულფასოვნად ფუნქციონირება, ველოდებით 2 მაისს, 14 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედაზე, კოლხურ შადრევანთან. ერთად გამოვხატოთ პოზიცია კონსტიტუციის 48 მუხლთან დაკავშირებით, რომელშიც პარლამენტის ადგილმდებარეობაა მითითებული. არ დავუშავთ ამ კონსტიტუციური ნორმის ამოღება ან შეცვლა. ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!", -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით აქციების სერია და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















