|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია" - გრიგოლ ვაშაძე

"ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია", - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი სარჩევნო კამპანია "ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამომრჩეველს დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება.

მისი თქმით, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, რომელიც დღეისათვის გაურკვეველია, დაუბრუნდება ქალაქს და არა მარტო პარლამენტი, მთავრობა და სამინისტროები გადმოვა ქუთაისში. 

"ქუთაისი არის საქართველოს დედაქალაქი და ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ  სტატუსი, რომელიც ახლა გაურკვეველია, არა თუ შევუნარჩუნოთ, არამედ უფრო გავზარდოთ. ქუთაისში იქნება არამარტო პარლამენტი, არამედ მთავრობა და სამინისტროები. ქუთაისზე ზრუნვა და შრომა არის ყოველი ჩვენთაგანის ვალდებულება"-განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევ წარადგინა საარჩევნო პროგრამა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერიაში არ გაიცემა პრემიები და საჯარო მოხელეებს არ მოემსახურება პრრსონალური ავტომობილები, დაზოგილი  ფულით კი სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს შეიძენენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი და სხვები.

ნიკა მელიას განცხადებით,  "წარმატებული და გამარჯვებული ქუთაისის გარეშე არ არსებობს წარმატებული ძლიერი და გამარჯვებული საქართველო."

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა