ქუთაისი შემცირებულ თვითმმართველ ქალაქთა სიაში არ მოხვდება
პარლამენტმა თუ მხარი დაუჭირა ინიციატივას თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით, 7 ქალაქი სტატუსს ერთად მერის არჩევის უფლებასაც დაკარგავს. თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ქუთაისს არ ეხება, თუმცა, როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, ეს საკითხი განსჯის თემა იქნება.
„მთავარი თემა არის ის, რომ თუ კი ამ რეფორმამ გაამართლა და მოსახლეობისთვის სერვისი გახდა ხელმისაწვდომი, მაშინ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ამასთან დაკავშირებით კვლევა უნდა დაიდოს. თუკი ამ ყველაფერმა ხარჯების გაზრდა გამოიწვია, შეიძლება სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული და თვითმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდეს. ამას საჯარო დისკუსიები სჭირდება“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე მსჯელობის დაწყებას ადასტურებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ამასთან, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.
მათ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ თავის დროზე გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად მოხდა. გადაწყვეტილება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















