ქუთაისში შობას საზეიმო ღონისძიებებით შეხვდებიან
ქუთაისში დღეს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში შობის დადგომასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა შემსრულებლები თემატურ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. ასევე გაიმართება საშობაო ალილო.
ღონისძიების ორგანიზატორია იმერეთის DMO Imereti. ტატო ლილუაშვილის განცხადებით, სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუთი გაუმასპინძლდებიან. ინიციატივას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები გამოეხმაურნენ, რომლებიც ადგილმდებარეობის მიხედვით ქალაქის ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს გაუმასპინძლდებიან და ამ ფორმით მიულოცავენ მათ შობის დადგომას.
DMO Imereti აღნიშნულ ინიციატივას პირველად ახორციელებს და მას ტრადიციული სახე მიეცემა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















