|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპულთა და დაშავებულთა სია ძალიან გრძელია"

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა, სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვენ.

"წლებია, ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე, რომელიც 12 კილომეტრია, იღუპებიან ადამიანები, ბავშვები...
დღევანდელ, 3 ქუთაისელი 19 წლის ბიჭების უბედურებას გაიგებდით, ესეც ამ გზაზე მოხდა, ზუსტად 1 თვის წინ 5 ადამიანი დაშავდა, გაზაფხულზე მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა, 3 დაშავდა და ერთი დღემდე კომაშია. 
გზის ამ მონაკვეთზე დაშავებულთა და დაღუპულთა სია ძალიან გრძელია, მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში, როგორც შშს ამბობს ერთნაირია - სიჩქარის გადაჭარბება.

გარდა პიროვნული ტკივილისა, რომ დაღუპულებს ვიცნობდით და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაწუხებს და ვერ გავიგე, როგორ ვერ მოვახერხეთ ამ ხნის მანძილზე გზატკეცილზე სიჩქარის გაკონტროლება და ადამიანების გადარჩენა? რა უნდა ვქნათ ჩვენ, ვის რა მოვთხოვოთ, დაღუპულთა უმეტესობა 17-18 წლის ბავშვები არიან, ვერავინ მოიძებნა წლების მანძილზე ან ქუთაისში ან წყალტუბოში, რომ ადგეს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და გზაზე კონტროლი დააწესოს, მილიონი საშუალებაა დღეს სიჩქარის რეგულირებისთვის - რადარები, კამერები, პატრული და აშ.

ყოველ ჯერზე მგონია, რომ ეს ბოლო უბედური შემთხვევაა ამ გზაზე, პატარა ქალაქისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ახალგზრდა თაობის, ჩვენი მეგობრების დაკარგვა, რა ვქნათ, რა გავაპროტესტოთ, არ მაქვს პასუხი ... 
ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გზატკეცილს ყურადღება არ მიექცევა, ეს ისტორია ბოლო არ იქნება, გაიღვიძეთ ვისაც გძინავთ...
დაღუპულთა ოჯახების ტკივილს ვიზიარებ, მთელი ქალაქი გლოვობს", -წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

მისი თქმით, ხვალ ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აქცია-მსვლელობას "დაარეგულირე სიცოცხლისათვის" გამართავენ, სადაც ქუთაისი-წყალ­ტუ­ბოს გზაზე სიჩქარის მარეგულირებელი ტექნიკის მოწყობას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, ქუთაისი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სკო­ლა "პროგ­რესის" კურსდამთავრებულები იყვნენ, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში და­იწ­ვა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა