|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბოს "სისხლიანი გზა"- ამ დრომდე გზაზე ამკრძალავი ნიშნები არ განთავსებულა

“სისხლიანი გზა”, – ასე უწოდებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოცაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ქუთაისი- წყალტუბოს გზას, რომელიც  “ფეისბუკის”საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

"რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, რუსთავის 2-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად. ეს ის გზაა, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 9 ადამიანმა დატოვა სიცოცხლე, ხოლო 35-ზე მეტი დაშავდა/დასახიჩრდა. მათი უმრავლესობა, როგორც გარდაცვლილების, ასევე დასახიჩრებულების იყო ახალგაზრდა, ან არასრულწლოვანი. ბოლო, ამა წლის 15 იანვრის შემზარავი ტრაგედიაც გემახსოვრებათ, რომლის დროსაც გარდაიცვალა 3 ახალგაზრდა. ვიფიქრე, ალბათ ახლა მაინც მოაწესრიგებდნენ წყალტუბო-ქუთაისის გზას (სულ რაღაც 7 კილომეტრიანი მონაკვეთია) შესაბამისი სამსახურებითქო, მაგრამ ამაოდ. თითი თითზე არ არის დადებული.

უმეტესობა შემთხვევებისა, რომლებიც ტრაგედიით ან ტრავმებით დასრულდა, გამოწვეული იყო მაღალი სიჩქარით. და საერთოდაც საერთაშორისო სტანდარტებითაა აღიარებული, რომ სიჩქარე კლავს: Speeding Kills! წარმოიდგინეთ, რომ ასეთ სისხლიან გზაზე არ დგას არცერთი საჭირო ამკრძალავი და გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი. საგანგაშოა, რომ არ დგას მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი არცერთი საგზაო ნიშანი! ეს იმ გზაზე სადაც სიჩქარის გადაჭარბება ადამიანებს ხოცავს! გაოგნებული ვარ შესაბამისი სამსახურების გულგრილობით"-  წერს დავით მესხიშვილი.

ის გასატარებელი ზომების და ასევე იმ ავტოსაგზაო შემთხვევების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც  ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე ბოლო წლებში მოხდა და ტრაგიკულად დასრულდა. 

შეგახსენებთ, იანვარში მომხდარი შემთხვევის შემდეგ წყალტუბოს გზაზე საზოგადოების წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გზაზე "ჭკვიანი კამერების" მონტაჟს ითხოვდნენ.

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ გზაზე უკვე განთავსდა ჭკვიანი კამერები, ხოლო შესაბამისი აბრებიც მოკლე ხანში გამოჩნდება.

 "ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე  რამდენიმე დღის წინ 4 ჭკვვიანი კამერა და 2 სათვალთვალო კამერა დაიდგა, თუმცა შესაბამისი აბრების განთავსება ჯერ არ მომხდარა", - განაცხადეს წყალტუბოს მერიაში "ნიუპრესის" კითხვის პასუხად. 

ცნობისათვის, კამერების განთავსება შსს-ს პრეროგატივაა, შესაბამისი აბრების განთავსება კი მუნიციპალიტეტის.

 "დაარეგულირე სიცოცხლისთვის" - ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა გაიმართა

"ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპულთა და დაშავებულთა სია ძალიან გრძელია"

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა