|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის პირველ სკოლაში აუდიტის შესვლა მშობლის განცხადებას არ უკავშირდება"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლა მშობლის განცხადებას არ უკავშირდება.

როგორც პრესსამსახურმა „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, სკოლებში გეგმიური შემოწმება ყოველწლიურად ხდება.

„სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ სკოლებს შემოწმება გეგმიურად ხდება, ეს მოხდა ქუთაისის #1 საჯარო სკოლაშიც. ეს არ უკავშირდება ერთ-ერთი მშობლის განცხადებას. არ ვიცი, რესურსცენტრმა რა განცხადება გააკეთა და რატომ თქვა, რომ ამის გამო შევიდა აუდიტი სკოლაში“-განაცხადა პრესსამსახურმა.

მან ასევე განმარტა, ვერ გვეტყვის, ქუთაისის სხვა სკოლაში, თუ მოხდა ამ დროისთვის აუდიტის სამსახურის შესვლა.

სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლა დაადასტურა განათლების რესურსცენტრის დირექტორმა ბადრი ვაშაკიძემ.

ქუთაისის პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა

„ ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით“-პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა