ქუთაისის 101-ე უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო თვალავაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 101-ე უბანზე მან აღმოაჩინა კოორდინატორები სიით, მათ სია წაართვა, რის გამოც ცემეს.
"უბანზე შევნიშნე კოორდინატორი სიით, ვიკითხე რა ხდებოდა, მაგრამ უკმაყოფილოებმა გამლანძღეს, ამიტომ გამოვტაცე სია და გავიქეცი. გამომეკიდნენ და გარეთ მყოფმა სამმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. გამაკავეს და ხელზე მაქვს დაზიანება. ამ დროს გამოვარდა ერთი ქალი და განაცხადა, რომ 100 ლარი გავიტაცე, რის გამოც გამოვიძახე პატრული. მათი მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები დაიმალნენ და ახლა ვეძებ, სად არიან და რატომ დამაბრალეს თანხის მოპარვა", -განაცხადა ნინო თვალავაძემ.
ინციდენტში მონაწილე ადამიანები ამ დროისთვის ადგილზე არ არიან. უბანზე მყოფების თქმით, ისინი ინციდენტს გაერიდნენ, მას შემდეგ რაც სია და თანხა დაიბრუნებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















