|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა 47 713 700 ლარი შეადგინა

ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. USAID-ის ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან ერთად დასრულდა ბიუჯეტის მე-2 თავის „პროგრამული ნაწილის“ საბოლო განხილვა. ბიუჯეტის პრიორიტეტები გასული წლების მსგავსად სოციალური სფერო, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა. საერთო ჯამში, ბიუჯეტი 47 713 700 ლარით განოსაზღვრა, რაც,  შესაძლია,  რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხით გაიზარდოს.

მთავრი ფინანსური დოკუმეტი უკვე გადაეგზავნა განსახილველად საკრებულოს, თუმცა დეპუტატებს ბიუჯეტის განხილვა ჯერ არ დაუწყიათ.

საკრებულოს საფინასო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქელბაქიანის განცხადებით, ბიუჯეტი დათქმულ ვადებში წარედგინათ. თუმცა განხილვა ოთხშაბათს დაიწყება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ბიუჯეტი არსებული ფორმით დამტკიცდება, თუ ცვლილებებს განიცდის.

 2015 წლის ბიუჯეტი  43 077 500 ლარი იყო,  წელს კი 4 მილიონით გაიზარდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა